უკან26 ნოემბერი 2026, 15:38
თბილისმა პროფესიულ კონფერენციას - „ევროდერმა 2026“-ს უმასპინძლა
თბილისმა პროფესიულ კონფერენციას - „ევროდერმა 2026“-ს უმასპინძლა. მასშტაბურმა ღონისძიებამ 400-მდე ექიმი და სპეციალისტი გააერთიანა. მთავარი აქცენტები პაციენტის უსაფრთხოებაზე, მაღალი რისკის ზონებზე, ინექციური და ალერგიული გართულებების პრევენციასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე გაკეთდა. დელეგატებმა ერთმანეთს საერთაშორისო გამოცდილებაც გაუზიარეს.
გაზიარება








