უკან22 ნოემბერი 2026, 11:16
მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სინალოას შტატში ნარკოკარტელ „ბელტრან ლეივას“ ლიდერი ფაუსტო ისიდრო მესა, მეტსახელად „ჩაპო ისიდრო“ დააკავეს
მექსიკის უსაფრთხოების ძალებმა სინალოას შტატში ნარკოკარტელ „ბელტრან ლეივას“ ლიდერი ფაუსტო ისიდრო მესა, მეტსახელად „ჩაპო ისიდრო“ დააკავეს. მასთან ერთად პოლიციამ დაჯგუფების კიდევ ორი გავლენიანი წევრი აიყვანა. ოპერაცია შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით ჩატარდა. ცნობისათვის, მესა გამოძიების ფედერალური ბიუროს ყველაზე ძებნილ ათს შორის ირიცხებოდა. მასზე ინფორმაციისთვის ამერიკის ხელისუფლებას ჯილდოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.
გაზიარება









