ცხოვრების გაძვირების, დაბალი ხელფასებისა და საცხოვრებლის კრიზისის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში
ცხოვრების გაძვირების, დაბალი ხელფასებისა და საცხოვრებლის კრიზისის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში. დემონსტრანტები ხელფასებისა და პენსიების გაზრდას, პირველადი მოხმარების პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასების შემცირებას და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარებას მოითხოვდნენ. ევროსტატის მონაცემებით, 2025 წელს პორტუგალიაში საშუალო წლიური შემოსავალი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 37%-ით ნაკლები იყო. ქვეყანაში საცხოვრებლის ფასები 2017 წლიდან გაორმაგებულია, ხოლო ქირა თითქმის ორჯერ გაიზარდა.









