უკან22 ნოემბერი 2026, 11:14
პარიზში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
პარიზში ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. თავდაპირველად მოსწავლეები სკოლებში პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, მოგვიანებით კი პროტესტს ფასების ზრდით უკმაყოფილო მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
გაზიარება









