უკან19 ნოემბერი 2026, 14:53
იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა აკადემიის ეპოქის ნაგებობათა ვრცელი სისტემა გამოავლინეს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა აკადემიის ეპოქის ნაგებობათა ვრცელი სისტემა გამოავლინეს. მათი წინასწარი შეფასებით, ნაგებობები მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურა იყო და დიდ ტერიტორიას მოიცავდა. გათხრებისას აღმოაჩინეს სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი და 1280 წელს მოჭრილი დემეტრე II-ის სპილენძის მონეტა.
გაზიარება











