უკან19 ნოემბერი 2026, 14:51
ახალგაზრდული სახლის კამპუსში დასაქმების ფორუმი იმართება
ახალგაზრდული სახლის კამპუსში დასაქმების ფორუმი იმართება. ღონისძიებაში სახლის ბენეფიციარები და 18-დან 29 წლამდე ნებისმიერი დაინტერესებული მონაწილეობს. წარმოდგენილია 25-ზე მეტი კომპანიის 100-ზე მეტი აქტიური ვაკანსია. მონაწილეებს საშუალება აქვთ ადგილზე გაეცნონ მიმდინარე ვაკანსიებსა და სტაჟირების პროგრამებს. ღონისძიების მთავარი მიზანი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და მათი ეკონომიკური გაძლიერებაა.
გაზიარება











