უკან19 ნოემბერი 2026, 14:41
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს, მინსკში შეხვდებიან
საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს, მინსკში შეხვდებიან. ბელარუსის დედაქალაქში, ეს იქნება, გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის პირველი შეხვედრა. ზურაბაშვილი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა. გალუზინი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
გაზიარება











