პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი მდგომარეობის ძალადობით გადამეტების ფაქტზე სამ ყოფილ პოლიციელს 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. დადასტურდა, რომ ქობულეთში მივლინებით მყოფმა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამმა თანამშრომელმა 2022 წლის ივლისში, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, სამი პირი პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, სადაც მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.













