უთანხმოება ევროკავშირის მმართველ რგოლში და საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც საკუთარ გუნდშიც პოზიციებს თმობს
უთანხმოება ევროკავშირის მმართველ რგოლში და საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც საკუთარ გუნდშიც პოზიციებს თმობს. საერთაშორისო გამოცემების შეფასებით, კაია კალასის უკომპრომისო მართვის სტილმა ბრიუსელში სერიოზული უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მსოფლიო პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე გადაწყვეტილებები უკვე მისი გვერდის ავლით მიიღება. წამყვანი ევროპული სახელმწიფოები დიპლომატიური სამსახურის რეორგანიზაციასა და კალასის აპარატის ევროკომისიის პირდაპირ დაქვემდებარებაში გადაყვანას განიხილავენ.














