სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალის სრული ათვისება და ევროპის ენერგომომარაგების ახალი არქიტექტურა თბილისისა და ბაქოს მოლაპარაკებების მთავარი თემებია
სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო პოტენციალის სრული ათვისება და ევროპის ენერგომომარაგების ახალი არქიტექტურა თბილისისა და ბაქოს მოლაპარაკებების მთავარი თემებია. აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო პარტნიორობა მაღალი ტემპით იზრდება, მსხვილი ინფრასტრუქტურული წამოწყებები კი რეგიონის კონკურენტუნარიანობას ახალ საფეხურზე აყენებს. ღრმაწყლოვანი პორტის, ახალი აეროპორტისა და შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის პერსპექტივებზე დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა აზერბაიჯანის მთავრობის მეთაურთან, ეკონომიკისა და ენერგეტიკის უწყებების ხელმძღვანელებთან იმსჯელა.














