უკან15 ნოემბერი 2026, 11:15
საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა
საფრანგეთში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 70 ათასი პოლიციელი და ჟანდარმი იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს პარიზში, ნანტში, სტრასბურგსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში. დაკავებულია 120-ზე მეტი აქტივისტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქიებში ჯამში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
გაზიარება












