საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ისტორიაში საიუბილეო, მე-300 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა, ისტორიაში საიუბილეო, მე-300 შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. მსოფლიო რაგბის ერთა თასის მეხუთე ტურში ბორჯღალოსნებმა ავჭალის სტადიონზე ტონგას ეროვნული გუნდი 55-31 დაამარცხეს. მასპინძლების შემადგენლობაში 2-2 ლელო ვანო კარკაძემ და აკა ტაბუცაძემ დადეს, თითოჯერ კი მეტოქის ჩათვლის მოედანი ვასილ ლობჟანიძემ, დავით ნინიაშვილმა, ბექა საღინაძემ და გელა აფრასიძემ აიღეს. 21 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონზე ამერიკის შეერთებული შტატების გუნდს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო რაგბის ერთა თასის გამარჯვებული გახდება. ქართველ მორაგბეეს გამარჯვება მიულოცეს, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, ქარდები Facebook გვერდებზე გამოქვეყნდა.












