სენეგალის დედაქალაქ დაკარში, მიმდინარე მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა
სენეგალის დედაქალაქ დაკარში, მიმდინარე მეოთხე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრი ემილ ისმაილოვი კრივში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 55 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში მან ავსტრალიელი მარლი დოდი 5:0 დაამარცხა და ქვეყანას მიმდინარე თამაშებზე პირველი ოქროს მედალი მოუპოვა. ისმაილოვმა დომინიკელ, ლიბანელ და კანადელ მეტოქეებს სძლია. ეს არის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალი. 2018 წელს ბუენოს-აირესში ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე გახდა.











