ევროკავშირმა რუსული „იამალის“ თხევად გაზში ათ თვეში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში
ევროკავშირმა რუსული „იამალის“ თხევად გაზში ათ თვეში იმაზე მეტი გადაიხადა, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში. არასამთავრობო ორგანიზაცია „ურგევალდის“ მონაცემებით, იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით შესყიდვების ღირებულებამ 8 მილიარდ 700 მილიონ ევროს მიაღწია, რაც გასული წლის მთლიან მაჩვენებელს დაახლოებით 20 პროცენტით აღემატება. ოქტომბერში სექტემბერთან შედარებით შესყიდული გაზის მოცულობა 11 პროცენტით შემცირდა. ფასის ზრდის გამო კი ევროკავშირმა 2,6 პროცენტით მეტი გადაიხადა. ოქტომბერში შესყიდვების 70 პროცენტი საფრანგეთზე მოდიოდა. ამ ფონზე, ევროკავშირის ქმედება და მისი დამოკიდებულება საქართველოსთან, არათანმიმდევრული და არაჯანსაღია ქართული ოცნების შეფასებით. რადგან ყველაფერს პირად კეთილდღეობაზე აგებენ, საქართველოს აკრიტიკებენ თავად კი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გაცილებით მეტს ვაჭრობენ











