უკან13 ნოემბერი 2026, 11:21
ჩინური ენის ცოდნის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება საქართველოშიც შესაძლებელია
ჩინური ენის ცოდნის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარება საქართველოშიც შესაძლებელია. პეკინში გამართულ კონფერენციაზე განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ თქვა, რომ საქართველოში ჩინური ენის მიმართ ინტერესი იზრდება და ქვეყანა მზადაა, მისი შესწავლისთვის მეტი შესაძლებლობა შექმნას. მინისტრის თქმით, გამოცდა ახალგაზრდებს ენის ცოდნის დადასტურებასა და ჩინეთში სწავლის გაგრძელებაში ეხმარება. კონფერენციას 130-ზე მეტი ქვეყნის განათლების სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
გაზიარება











