უკან08 ნოემბერი 2026, 17:26
უფლისციხეში ვიზიტორებს უშუალო საფრთხე არ ემუქრებათ - განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო
უფლისციხეში ვიზიტორებს უშუალო საფრთხე არ ემუქრებათ, განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო და რეალობას აცდენილს, საზოგადოების შეცდომაში შემყვანს უწოდებს, მედიასაშუალებებისა და ცალკეული ადამიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძეგლზე ჩატარდა გამაგრებითი და გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები, გავრცელებული ცნობები კი რეალურ მდგომარეობას არ ასახავს. უფლისციხის რთული ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, ძეგლის მონიტორინგი და პრევენციული სამუშაოები გაგრძელდება.
გაზიარება






