უკან08 ნოემბერი 2026, 17:25
ადვოკატთა ასოციაციას 200 ახალი ადვოკატი შეუერთდა
ადვოკატთა ასოციაციას 200 ახალი ადვოკატი შეუერთდა. ადაპტაციის პროგრამის კურსდამთავრებულებმა პროფესიული ფიცი დადეს. ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა მათ პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 8 ნოემბერი, საქართველოში ადვოკატის დღეა. ასოციაციის ფორმირების საკანონმდებლო პროცესი 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ორგანიზაცია დაფუძნდა და 12 ათასამდე ადვოკატს აერთიანებს.
გაზიარება






