უკან08 ნოემბერი 2026, 17:24
ათწლიანი მოლოდინის შემდეგ ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადაეცა
ათწლიანი მოლოდინის შემდეგ ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადაეცა. სრულად გარემონტებული, ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვილი საცხოვრებელი უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახს თბილისის მერმა კახა კალაძემ სარგებლობის უფლებით გადასცა. ნინო ხოჯავა ახალ ბინაში ორ შვილთან ერთად იცხოვრებს. მერიის პროგრამით წელს საცხოვრებელი უკვე 40 ოჯახმა მიიღო, კიდევ 12 ბინაში კი რემონტი მიმდინარეობს.
გაზიარება






