„საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ - ხვალ თბილისში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ორგანიზატორობით საერთაშორისო ფორუმი გაიმართება
„საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ - ხვალ თბილისში ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ორგანიზატორობით საერთაშორისო ფორუმი გაიმართება. ღონისძიებაზე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველოს ნეიტრალიტეტის პერსპექტივაზე იმსჯელებენ. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები და ანალიტიკოსები.
















