იდენტური გზავნილები და უცვლელი მოთხოვნები
იდენტური გზავნილები და უცვლელი მოთხოვნები. 2026 წლის გაფართოების ანგარიში, წინა დოკუმენტისგან ფაქტობრივად არაფრით განსხვავდება. ანგარიშში საუბარია ეგრედ წოდებული ვეტინგის სისტემის შემოღებაზე, რაც ოპოზიციის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ევროკომისია გაფართოების ანგარიშში თვითნებურად დაკავებულებს უწოდებს ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული აღიარეს. ანგარიშში ფაქტობრივი უზუსტობაცაა - წერია, რომ გაწევრებასთან დაკავშირებით 2028 წლამდე მოლაპარაკების დღის წესრიგში არ დაყენება კონსტიტუციას არღვევს.
















