შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სულხან თამაზაშვილი კიბერდანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციაზე მინისტრმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ამ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიება ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.
















