უკრაინის ომბუდსმენი კიევის ოლქში ერთ-ერთ სახლში ადამიანების დაკავებისა და წამების შესახებ გავრცელებული ცნობის გამოძიებას ითხოვს
უკრაინის ომბუდსმენი კიევის ოლქში ერთ-ერთ სახლში ადამიანების დაკავებისა და წამების შესახებ გავრცელებული ცნობის გამოძიებას ითხოვს. დმიტრო ლუბინეცმა ოფიციალური მოთხოვნები ყველა შესაბამის სამართალდამცავ უწყებაში გააგზავნა, რათა გამოძიებით დადგინდეს, ეროვნული გვარდიის წარმომადგენელთა და სამხედრო პირთა აღნიშნულ ობიექტზე ყოფნის საფუძვლები და მიეცეს მათ ქმედებებს სამართლებრივი შეფასება. ომბუდსმენმა დაგმო ადგილზე შეკრებილი მომიტინგეების ძალადობრივი ქმედებებიც. სარდაფში ადამიანების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში გავრცელდა, ფაქტს საპროტესტო აქცია და აქტივისტების სამართალდამცველებთან ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.














