სასამართლომ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე, ზურაბ ჭავჭანიძისა და ანტონ ვარდანიძის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა
სასამართლომ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე, ზურაბ ჭავჭანიძისა და ანტონ ვარდანიძის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. მათ დანაშაული აღიარეს და საპატიმროს რამდენიმე დღეში დატოვებენ. რაც შეეხება სხვა დაკავებულებს, სააპელაციო სასამართლომ ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშის, ვლადიმერ გველესიანის, რამაზ მამულაძის და ამირან დოლიშვილის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა.














