პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს. დისკუსიები შეეხება კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეულ პროგრესს, განხორციელებულ რეფორმებს, ვალდებულებებსა და ინსტიტუციურ ცვლილებებს. სპიკერებს შორის არიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი, ალბანეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები.














