უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება, შუამავლის როლს შეერთებული შტატები შეასრულებს
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება, შუამავლის როლს შეერთებული შტატები შეასრულებს. ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის მიერ გავრცელებული ცნობით, მოლაპარაკებებზე, ომის შემდგომ უსაფრთხოების გარანტიებს, დეესკალაციას, ჰუმანიტარულ საკითხებსა და მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, სამუშაო დონეზე განიხილავენ. მანამდე კი მიმდინარე კვირაში ამერიკელი მომლაპარაკებლები ბრიუსელში საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდებიან და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, ომის შემდგომი ევროპის უსაფრთხოებასა და უკრაინის აღდგენის ეკონომიკურ მხარდაჭერაზე იმსჯელებენ












