ხმაური, არეულობა და დაპირისპირება იყო კიევთან მდებარე სოფელ პეტრო პავლოვსკაია ბორშჩა გოვკაში
ხმაური, არეულობა და დაპირისპირება იყო კიევთან მდებარე სოფელ პეტრო პავლოვსკაია ბორშჩა გოვკაში. კერძო სახლთან, რომელსაც ეროვნული გვარდია მობილიზებულების განსათავსებლად იყენებდა ადგილობრივები მივიდნენ და შეჭრა სცადეს. მათი მტკიცებით, იქ მობილიზებული და სამხედროები იძულებით, გამოკეტილი ჰყავდათ და აწამებდნენ. პოლიციამ შენობაში შესვლის უფლება არც მათ, და არც მათ მიერ გამოძახებულ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს მისცეს. მოგვიანებით სამობილიზაციო პუნქტიდან რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი გოგონა აღმოჩნდა. ადგილზე იმყოფებოდნენ ეროვნული გვარდიის სარდალი ალექსანდრ პივნენკო და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი კირილო ბუდანოვი, რომელთა განცხადებით, სახლში ადამიანების ყოფნის კანონიერებას გამოძიება დაადგენს. მოკვლევა დაიწყო პროკურატურამ და სამხედრო ომბუდსმენმაც.












