ევროპის გაფართოების მომავალი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, საქართველოს პრემიერი, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას
ევროპის გაფართოების მომავალი და საქართველოს ევროპული პერსპექტივა, საქართველოს პრემიერი, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე „ევრონიუსის“ ორგანიზებით გამართულ სამიტს დაესწრება, რომელიც ევროკავშირის გაფართოების მომავალს, კანდიდატი ქვეყნების პროგრესსა და ევროპის წინაშე არსებულ სტრატეგიულ გამოწვევებს დაეთმობა. პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლები იმსჯელებენ გაწევრების მსურველი ქვეყნების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, აღებულ ვალდებულებებსა და გაფართოების ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე. ყურადღების ცენტრში იქნება ასევე ევროპის უსაფრთხოება, დემოკრატია, კონკურენტუნარიანობა და სტრატეგიული ავტონომია. სამიტის მონაწილეებს შორის იქნებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, ალბანეთის ტოფანი და სხვა ევროპელი ლიდერები.












