დღეს, 71 წლის გახდებოდა ბადრი პატარკაციშვილი
დღეს, 71 წლის გახდებოდა ბადრი პატარკაციშვილი, „ტელეიმედის“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი, რომლის მიერ დაარსებული მედია დღეს, ერთ-ერთი რეიტინგული და სანდო არხია ტელე და რადიო სივრცეში. იმედს ახსოვს არაერთი მძიმე დღე, წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური მოვლენები არხს პირდაპირ შეეხო. 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმმა ტელეკომპანია იმედი დაარბია და მაუწყებლობა გათიშა. მოგვიანებით არხი მფლობელებს ჩამოართვეს და ის მხოლოდ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაუბრუნდათ. ბადრი პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს ლონდონში გარდაიცვალა. ოფიციალურ მიზეზად გულის იშემიური დაავადება დასახელდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე კუდ-ის ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინა. პატარკაციშვილი იყო, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი



















