თბილისობა აღნიშნეს ბელგიაში
თბილისობა აღნიშნეს ბელგიაში. ქალაქ ანტვერპენში, ქართული ტრადიციების, კულტურისა და ხელოვნების წარმოსაჩენად ღონისძიება, ლიტერატურული თეატრის „ჩვენ დავბრუნდებით“ დამფუძნებლის და საკვირაო სკოლის მოსწავლეთა მშობლების ორგანიზებით გაიმართა. სტუმრებმა ქართული სამზარეულოს ტრადიციებიც გააცოცხლეს, ამოავლეს ჩურჩხელები, მოახვიეს ხინკალი და დააგემოვნეს მწვადი. ბელგიურ თბილისობას ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთში მცხოვრები ქართველებიც შეუერთდნენ. ლიტერატურული თეატრისა და საკვირაო სკოლის წევრებმა „ოთარაანთ ქვრივიდან“ და „დიდოსტატის მარჯვენიდან“, ფრაგმენტები შეასრულეს. ღონისძიებას ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს, ასევე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ



















