თიანეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა
თიანეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზაუტაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სოფელ სიმონიანთხევში შიდა გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, თეთრახევაში კი სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდ-ბოგირის აღდგენა დასასრულს უახლოვდება. საავტომობილო ხიდის მშენებლობა გრძელდება იარაჯულებში, ხოლო სოფელ ტუშურებში, მდინარე ქუსნოზე, ახალი სახიდე გადასასვლელი ეწყობა. ამასთან, ჭანდრისხევსა და ჭურჭელაურებში წყალმომარაგების სამუშაოები 200-მდე ბენეფიციარისთვის ხორციელდება



















