ამერიკული გამოცემა ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს
ამერიკული გამოცემა ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებას აქვეყნებს. სტატია გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსების ქრთამის აღებას ეხება. წერია რომ სენატორი ლინდსი გრემი და კონგრესმენი ჯო უილსონი, სამხედრო-საზღვაო კონტრაქტორ კომპანიისგან მრავალმილიონიანი სახელმწიფო დაფინანსების მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამს იღებდნენ. გამოცემის ცნობით, 2020 წლის 3 მარტს, ლინდსი გრემმა კომპანია ნავატეკის ორ ხელმძღვანელსა და ლობისტს საარჩევნო კამპანიისთვის 40 ათასი დოლარის გაღება მოსთხოვა. სანაცვლოდ, ის 10 მილიონი დოლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტის მოპოვებაში დახმარებას დაჰპირდა. ამის შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროს, ნავატეკის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, მარტინ კაომ განუცხადა. მისი თქმით, კომპანია საარჩევნო კამპანიის პერიოდში ნაღდი ფულის სანაცვლოდ კონტრაქტების მოპოვების სქემაშიც მონაწილეობდა, რომელშიც ჯო უილსონიც იყო ჩართული. გამოძიება 2025 წელს შეჩერდა, მას შემდეგ, რაც ფედერალური ბიუროდან წამყვანი გამომძიებლები გაათავისუფლეს. მარტინ კაო პატიმრობაშია. ჯო უილსონი ბრალდებებს უარყოფს და საარჩევნო შემოწირულობებს კანონიერს უწოდებს.










