უკან30 ოქტომბერი 2026, 17:31
აბსურდული და არასერიოზული - ასე აფასებს პრემიერ მინისტრი ნიკა გვარამიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით
აბსურდული და არასერიოზული - ასე აფასებს პრემიერ მინისტრი ნიკა გვარამიას განცხადებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის თქმით, გვარამია საკუთარი დანაშაულების გადაფარვას ცდილობს. მთავრობის მეთაურმა ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ქველმოქმედებაზე ილაპარაკა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს, ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, თუმცა ეს მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ დააფასა.
გაზიარება










