ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა
ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით, საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართა. სხდომაზე გასული წლების განმავლობაში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით მიღწეული შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის გამტარუნარიანობის, ეფექტიანობისა და კონკურენტ უნარიანობის ზრდის მნიშვნელობას. განიხილეს საქართველოში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურული პროექტები, ენერგეტიკის სფეროში წარმატებული პარტნიორობას და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობას და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს.










