შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. უწყების ცნობით, დაკავებულის პირადი, საცხოვრებელი სახლისა და ეზოს ჩხრეკის შედეგად, ერთ შეკვრად დაფასოებული, 626 აბი „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20-ც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










