უკან26 ოქტომბერი 2026, 17:30
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თურქეთის ელჩს შეხვდა. მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დაკავშირებადობის საკითხებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია. ხაზი გაესვა შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მხარეებმა აგრეთვე განიხილეს ერთობლივი რეგიონული პროექტები.
გაზიარება










