2024 წლის 26 ოქტომბერი ბრიუსელის სირცხვილად დარჩება - ასე აჯამებს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლისთავს
2024 წლის 26 ოქტომბერი ბრიუსელის სირცხვილად დარჩება - ასე აჯამებს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო არჩევნებიდან ორი წლისთავს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი ამბობდა, რომ არჩევნების შეფასებისას მისთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო ოდირის დასკვნა, თუმცა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბრიუსელმა ქართველი ხალხი მოატყუა. უფრო მეტიც, პირველი კანონმდებლის თქმით, ბრიუსელი იმედოვნებდა, რომ ეუთო ოდირის დასკვნის გაყალბებით საქართველოში ხელისუფლებას შეცვლიდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართული ოცნება წარმატებულად მართავს ქვეყანას და ამას საერთაშორისო კვლევებშიც ადასტურებს.










