უკან25 ოქტომბერი 2026, 17:13
სამეგრელოში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა“ იმართება
სამეგრელოში სახალხო დღესასწაული „ჩხოროწყუობა“ იმართება. აღმაშენებლის ქუჩაზე, Მოწყობილია ეთნოგრაფიული კუთხეები, მიმდინარეობს მეგრული კერძების მასტერკლასები, ხელნაკეთი აქსესუარებისა და ადგილობრივი რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება „საპატიო ჩხოროწყუელის“ დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებებს ჯგუფი „ურსას“ კონცერტი დაასრულებს. ღონისძიებებს მოწვეულ სტუმრებთან ერთად ცენტრალური, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებიან.
გაზიარება








