უკან25 ოქტომბერი 2026, 17:11
თეირანი ომის შემდეგ ფუნდამენტურ და სტრატეგიულ ცვლილებებს აანონსებს
თეირანი ომის შემდეგ ფუნდამენტურ და სტრატეგიულ ცვლილებებს აანონსებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ყველაფერი შეიცვლება, მათ შორის ჰორმუზის სრუტის მართვა. აბას არაღჩის თქმით, ახალ რეალობაზე კონსულტაციები ომანთან უკვე დაწყებულია. არაღჩი ტრამპის ბოლო განცხადებასაც გამოეხმაურა, შტატები ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა და ცალსახად აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს.
გაზიარება








