ევროპა საპროტესტო აქციებმა და არეულობებმა მოიცვა
ევროპა საპროტესტო აქციებმა და არეულობებმა მოიცვა - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ბელგია, პორტუგალია და ალბანეთი. გასული კვირის ძალადობრივ აქციების ფონზე მიღებული ზომების გამო, გუშინდელი დემონსტრაციები ნაკლები აგრესიულობით გამოირჩეოდა, თუმცა სამართალდამცველებმა გაცილებით მეტი მოქალაქე დააკავეს. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირებას, ქუჩების გადაკეტვის მცდელობას და ძალადობის ფაქტებს, რასაც ძალოვნებმა ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტების გამოყენებით უპასუხეს. მარტო საფრანგეთში 1 300-მდე დემონსტრანტი დააკავეს. ასობით დაკავებულია იტალიაში, მათ შორის არასრულწლოვანები. ასევე ალბანეთში, ესპანეთსა და ბელგიაშიც, არიან დაშვებულები როგორც დემონსტრანტების, ისე სამართალდამცველების მხარეს. უკვე დაანონსდა 4 ნოემბრის საყოველთაო გაფიცვა და საპროტესტო მსვლელობები.








