გერმანიაში, ბავარიის ალპებში მდებარე ადოლფ ჰიტლერის ყოფილ რეზიდენციას ხანძარი გაუჩნდა
გერმანიაში, ბავარიის ალპებში მდებარე ადოლფ ჰიტლერის ყოფილ რეზიდენციას ხანძარი გაუჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-მდე მეხანძრე იღებდა მონაწილეობას. დაკავებულია ცეცხლის გაჩენაში ეჭვმიტანილი ერთი მოქალაქე. რეზიდენცია 1938 წელსაა აშენებული. მის მახლობლად ჰიტლერის საზაფხულო რეზიდენცია - ბერგჰოფი მდებარეობს.



















