„ქრონიკა“ ლიზა იასკოსთან დაკავშირებას ცდილობს
„ქრონიკა“ ლიზა იასკოსთან დაკავშირებას ცდილობს, სატელეფონო ზარის შემდეგ მას მესიჯი გავუგზავნეთ, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის ყოფილი მეუღლე, ალიმენტს ითხოვს, რისთვისაც სარჩელი შეიტანა.უმაღლესი რადის დეპუტატი იასკო ასევე მოითხოვს, სააკაშვილს მშობლის უფლებები შეუწყდეს. სასამართლო დავა 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. სააკაშვილს და იასკოს საერთო ქალიშვილი ჟასმინი ჰყავთ



















