ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლის მთავარ კანდიდატად განიხილება
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლის მთავარ კანდიდატად განიხილება. ამის შესახებ „ბერლინერ ზაიტუნგი“ წერს და აღნიშნავს, რომ სტუბის უპირატესობა დონალდ ტრამპთან კარგი პირადი ურთიერთობა, რუსეთთან ურთიერთობის გამოცდილება და კიევთან კონტაქტებია.ამ კავშირმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ევროპის უსაფრთხოების ინტერესების ვაშინგტონის პოზიციებთან დაახლოებას და შეამციროს გაუგებრობები ტრამპს, ზელენსკისა და ევროპელ მოკავშირეებს შორის“



















