უკან23 ოქტომბერი 2026, 11:19
დონალდ ტრამპის განცხადებით, „სფეის იქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკზე“ წვდომა აღუდგინა
დონალდ ტრამპის განცხადებით, „სფეის იქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკზე“ წვდომა აღუდგინა. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა არ უპასუხა შეკითხვას, ელაპარაკა თუ არა ის პირადად ამ საკითხზე მასკს. მანამდე, გამოცემა „უოლ სტრიტ ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ილონ მასკს დაურეკა და მოუწოდა, უკრაინისთვის „სტარლინკის“ შეზღუდვა მოეხსნა, რის შემდეგაც სატელიტურმა კავშირმა უკრაინაში უფრო სტაბილურად დაიწყო მუშაობა.
გაზიარება










