უკან23 ოქტომბერი 2026, 11:13
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის – თურქეთის, კუბის, ერაყის, ნიგერიის, იორდანიის, ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, ვიეტნამის, აზერბაიჯანისა და რუსეთის. სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს.
გაზიარება










