გარემოს დაცვის მინისტრმა, დეპუტატ გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულ, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური დაათვალიერა და მისი ფუნქციონირების პროცესს ადგილზე გაეცნო
გარემოს დაცვის მინისტრმა, დეპუტატ გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულ, პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ამბროლაურის ნარჩენების გადამტვირთავი სადგური დაათვალიერა და მისი ფუნქციონირების პროცესს ადგილზე გაეცნო. დავით სონღულაშვილმა, ინფორმაცია მიიღო სადგურის მუშაობის სპეციფიკის, ნარჩენების გადატვირთვისა და ტრანსპორტირების პროცესის, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტების მომსახურე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ტიპის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ფუნქციონირების შედეგად რეგიონს მწვანე სტატუსი მიენიჭა.









