საფრანგეთში კომენდანტის საათის ამოქმედების პარალელურად, შეკრებებისა და დემონსტრაციების გამართვა აიკრძალა
საფრანგეთში კომენდანტის საათის ამოქმედების პარალელურად, შეკრებებისა და დემონსტრაციების გამართვა აიკრძალა. შეზღუდვა დღის 12 საათიდან, საღამოს 8 საათამდე გამოცხადდა მარსელში. დემონსტრაციების გამართვას აკრძალულია პარიზის იმ უბნებშიც, სადაც კომენდანტის საათი არ მოქმედებს. გაძლიერებულია დაცვა ლუვრის მუზეუმთან. კომენდანტის საათი ასევე მოქმედებს ნიცაში, ლიმოჟში, ლილში, ვატენიში, დუეში და დენენში. საგანგებო ზომები 17 ოქტომბერს, ვითარების გამწვავების შემდეგ მიიღეს. რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმსა და ძალადობას.










