ქართველი მოსამართლეების დაშინების მცდელობა და ზეწოლა საკონსტიტუციო ინსტიტუტზე - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი, ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებს
ქართველი მოსამართლეების დაშინების მცდელობა და ზეწოლა საკონსტიტუციო ინსტიტუტზე - ასე აფასებს ოფიციალური თბილისი, ევროკავშირის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომ ყურადღებით აკვირდებიან, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს. ბოლო ტექსტის ავტორი, ევროკომისიის პრესსპიკერი იყო. „ქართული ოცნება“ კი სასამართლოში კონკრეტული მტკიცებულებებით მიდის და არგუმენტებით აპირებს დაასაბუთოს, რატომ არის 5 ოპოზიციური პარტიის საქმიანობა არაკონსტიტუციური. რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა ქვეყნის დიპლომატიურმა უწყებამ და შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ბრიუსელი შიდა პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებში ერევა











