უკან19 ოქტომბერი 2026, 17:45
ავსტრალიაში, პარლამენტის წევრ ჰელენ ჰეინსს ავტომობილი დაეჯახა
ავსტრალიაში, პარლამენტის წევრ ჰელენ ჰეინსს ავტომობილი დაეჯახა. 65 წლის დეპუტატი ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მამაკაცმა პოლიტიკოსს ავტომობილი განზრახ დააჯახა. მან აღნიშნა, რომ თავდასხმის მოტივს გამოძიება დაადგენს, თუმცა არ გამორიცხა რომ ძალადობა სოციალურ ქსელებში არსებული აგრესიის გამოვლინებაა. თავდამსხმელი 43 მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გამვლელმა დააკავა, საქმეს ანტიტერორისტული ჯგუფი იძიებს.
გაზიარება









