უკან19 ოქტომბერი 2026, 17:42
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში 2026 წლის სასწავლო წლის დახურვის ცერემონია გაიმართა
გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში 2026 წლის სასწავლო წლის დახურვის ცერემონია გაიმართა. წელს ცენტრში მომზადება 2000-მდე მოხალისემ გაიარა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტისა და გერმანიის ბუნდესვერის ვეტერანთა ცენტრის წარმომადგენლები. დახურვის ცერემონიის ფარგლებში, ტერიტორიული რაზმების ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის სიგელები გადაეცათ ორგანიზაციის ტერიტორიული დანაყოფების მეთაურებს. სიგელებით დაჯილდოვდნენ,ასევე, ორგანიზაციის თანამშრომლები.
გაზიარება









