ევროპაში საპროტესტო ტალღა გრძელდება
ევროპაში საპროტესტო ტალღა გრძელდება. განათლების საკითხებზე დაუწყებული აქციები ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის გადადგომის მოთხოვნამ შეცვალა. საფრანგეთის ხელისუფლება სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს ქუჩაში პროტესტის სამართავად ახალი გზები იპოვონ. ადგილობრივ თვითმართველობებს კი საჭიროების შემთხვევაში კომენდატის საათის ამოქმედების უფლება აქვთ. საფრანგეთში დაკავებულთა რიცხვი 2500-ს აღწევს. გადამწვარია ქუჩები. დაზიანებულია ისტორიული შენობები. ასევე, დემონტრანტების მიერ დაბლოკილია ლუვრის ცენტრალური შესასვლელი. ემანუელ მაკრონი განვითარებულ მოვლენებს ქუვეითიდან ადევნებს თვალყურს. რაც შეეხება ტირანას, პრემიერ მინისტრი ალბანეთში პროტესტის უკან გარე ძალების კვალს ხედავს.









